ავტორიზაცია

სარი: "ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა რონალდუ არ გამიწვრთნია, ჩემს იუვეში უკვე მსოფლიო ვარსკვლავი იყო"

სარი: "ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა რონალდუ არ გამიწვრთნია, ჩემს იუვეში უკვე მსოფლიო ვარსკვლავი იყო"
თარიღი 05 აგვ 2022, 10:17

"ლაციოს" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ნანობს, რომ ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუსთან არ უმუშავია.

მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი 37 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს 2019 წლიდან 2020 წლამდე "იუვენტუსში" წვრთნიდა.

"ვწუხვარ, რომ მაშინ არ გამიწვრთნია, როცა ახალგაზრდა იყო. როდესაც ჩემს "იუვენტუსში" თამაშობდა, უკვე მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ".

"ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ სერია ა-ში 33 გოლი გაიტანა. ფეხბურთის ის სტილი მომწონს, რომელშიც ყველა გუნდის სამსახურშია. მაგრამ ასეთი მაჩვენებლების მქონე ჩემპიონის შეცვლა რთულია", - ციტირებს სარის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

მოგეხსენებათ, რონალდუ ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს და ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს.