ავტორიზაცია

"ვამაყობ, რომ ჩელსის კაპიტანი ვარ", - ასპილიკუეტას პირველი განცხადება კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ

"ვამაყობ, რომ ჩელსის კაპიტანი ვარ", - ასპილიკუეტას პირველი განცხადება კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ
თარიღი 05 აგვ 2022, 10:32

"ჩელსის" მარჯვენა მცველმა, სესარ ასპილიკუეტამ "ჩელსისთან" კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივების შესახებ განცხადება გააკეთა.

"ჩელსიში", ჩემს სახლში დარჩენით გახარებული ვარ. თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, ასე რომ ნამდვილად ვგრძნობ სიყვარულს და დაინტრიგებული ვარ ჩვენი პროექტით".

"მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას, რომელმაც ამ წარმოუდგენელ კლუბში თავგადასავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომცა. სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას".

"ვამაყობ იმით, რომ კაპიტანი ვარ, ვიმედოვნებ, ერთად ბევრი მშვენიერი მოგონება დაგვრჩება", - ციტირებს 32 წლის ესპანელის სიტყვებს "არისტოკრატთა" ოფიციალური საიტი.

მოგეხსენებათ, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ასპილიკუეტა "ჩელსის" ღირსებას კიდევ ორი სეზონი დაიცავს.