ავტორიზაცია

"არსენალიც მათ შორისაა", - სერხიო აგუერომ პრემიერ ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტები დაასახელა

"არსენალიც მათ შორისაა", - სერხიო აგუერომ პრემიერ ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტები დაასახელა
თარიღი 05 აგვ 2022, 10:47

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების მთავარი ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

"მკერა, პრემიერ ლიგა ამ სეზონში დაამტკიცებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ტურნირად ყალიბდება".

"ჩემი კანდიდატები "მანჩესტერ სიტი", რომელსაც ვფიქრობ ტიტულის დაცვა შეუძლია, "ლივერპული" და "ჩელსი" არიან. აგრეთვე, "არსენალსაც" დავამატებ: ძალიან კარგად გაძლიერდა და წინასასეზონო მზადებისას ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა".

"არსენალს" ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალყური, სადაც არტეტას დახმარებით ბრწყინვალე პროექტი შეიქმნა. ამ წელს ხალხს აალაპარაკებს", - აღნიშნა არგენტინელმა Stake.com-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებული "მანჩესტერ სიტია", რომელმაც გასულ სეზონში 93 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "ლივერპულს" ერთი ქულით აჯობა.