ცნობილია ზუსტი თანხა, რომელსაც ჩელსი ბარსელონას აღზრდილ მცველში გადაიხდის — ფაბრიციო რომანო
გავლენიანმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ "ბრაიტონის" მარცხენა მცველის, მარკ კუკურელიას სატრანსფერო ღირებულება დააზუსტა.
როგორც აქამდე დაიწერა, "ჩელსის" ხელმძღვანელობა 24 წლის ესპანელ ლატერალში 52,5 მილიონ ფუნტს გადაიხდიდა.
მიუხედავად ამისა, ახალი ინფორმაციით, "თოლიები" "არისტოკრატებისგან" 55 მილიონს მიიღებენ, დამატებით 7 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
კუკურელიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ახლა კი კლუბებს ისღა დარჩენიათ ყველა საჭირო დოკუმენტი გააფორმონ. ტრანსფერი სავარაუდოდ ამ კვირაში გაოფიციალურდება.
გასულ სეზონში "ბარსელონას" აღზრდილმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.