ავტორიზაცია

უარი ღამის კლუბებზე — პსჟ-ს ახალმა დირექტორმა პარიზულ კლუბში რამდენიმე მკაცრი წესი შემოიღო

უარი ღამის კლუბებზე — პსჟ-ს ახალმა დირექტორმა პარიზულ კლუბში რამდენიმე მკაცრი წესი შემოიღო
თარიღი 05 აგვ 2022, 11:57

სპორტულ საკითხებში "პარი სენ ჟერმენის" მრჩეველი, ლუიშ კამპუში პარიზის რამდენიმე ღამის კლუბს ეწვია.

როგორც Get French Football News-ი იტყობინება, L'Equipe-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, პორტუგალიელმა ფუნქციონერმა დედაქალაქში მდებარე რამდენიმე ღამის დაწესებულება მოინახულა, რათა გაცნობოდა იმ ადგილებს, სადაც გუნდის ფეხბურთელები თავისუფალ დროს ატარებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კამპუშმა "პსჟ"-ში რამდენიმე მკაცრი წესი უკვე შემოიღო, რომელთაგანაც ერთ-ერთი ფეხბურთელებს ტურნირების მიმდინარეობისას ღამის კლუბებში სტუმრობას უკრძალავს. დამრღვევებს მუშაობას ჩამოაშორებენ.

მოგეხსენებათ, გარდა სპორტული მრჩევლის თანამდებობისა, კამპუში ლეონარდოს წასვლის შემდეგ პარიზელთა სპორტული დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.