სერია ა-ს პირველივე ტურში კვარას წინააღმდეგ - იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!
უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან იტალიის სერია ა-ში კიდევ ერთ ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
"ვოლფსბერგერის" მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას "ვერონაში" გააგრძელებს.
კლუბები ტრანსფერის დეტალებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და ყველაფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება.
აღსანიშნავია, რომ სერია ა-ს პირველ ტურში "ვერონა" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დაუპირისპირდება.