ავტორიზაცია

ბარსელონამ ლევანდოვსკი წარადგინა — პოლონელი სუპერვარსკვლავის სათამაშო ნომერი ცნობილია

ბარსელონამ ლევანდოვსკი წარადგინა — პოლონელი სუპერვარსკვლავის სათამაშო ნომერი ცნობილია
თარიღი 05 აგვ 2022, 14:07

"ბარსელონას" ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი კატალონიური გრანდის რიგებში 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ამ წუთებში "კამპ ნოუზე" 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ლევანდოვსკი მოედანზე 9-ნომრიანი მაისურით გამოვიდა, რომელიც აქამდე მემფის დეპაის ეკუთვნოდა.

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე დეპაის გაყიდვა უნდა, თუმცა თავად ჰოლანდიელი ჯერჯერობით წასვლაზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, ეს უკანასკნელი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მიუნხენის "ბაიერნიდან" 45 მილიონ ევროდ დაიმატეს, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.