ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჩელსიმ 62 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი დახურა

ოფიციალურად: ჩელსიმ 62 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი დახურა
თარიღი 05 აგვ 2022, 14:37

"ბრაიტონის" მარცხენა მცველი, მარკ კუკურელია კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს, იუწყება ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი.

24 წლის ესპანელმა "არისტოკრატებთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც გავლენიანმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, "ჩელსი" "ბარსელონას" აღზრდილ ფეხბურთელში 55 მილიონ ფუნტს გადაიხდის, დამატებით 7 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

"ნამდვილად ბედნიერი ვარ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადასვლა ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობაა. თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა აქ თავი ბედნიერად ვიგრძნო და გუნდს დავეხმარო", - თქვა კუკურელიამ.

გასულ სეზონში "ბრაიტონის" აწ უკვე ყოფილმა ლატერალმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.