ავტორიზაცია

"ფეხბურთელებს სურვილების ასრულებაში ხელს ვერ შევუშლი", - გვარდიოლა ბერნარდუს მომავალზე ალაპარაკდა

"ფეხბურთელებს სურვილების ასრულებაში ხელს ვერ შევუშლი", - გვარდიოლა ბერნარდუს მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 05 აგვ 2022, 15:45

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ამ ზაფხულს გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას წასვლა არ გამორიცხა.

"ზოგჯერ ფეხბურთელების გაყიდვაა საჭირო. მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ ისინი. მინდა, აქ ყველა ბედნიერი იყოს. ერთად ვცდილობთ ამის მიღწევას".

"ბერნარდუს დარჩენას ვისურვებდი, რადგან ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება. იდეალური იქნება, თუ დარჩება. თუ წავა, მაშინ მთელი საქმე იმაშია, რომ ფეხბურთი ასეთია".

"მოთამაშეებს სურვილები აქვთ და ის ადამიანი არ ვარ, რომელიც მათ ამ სურვილების ასრულებაში შეუშლის ხელს. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა. მე კლუბის პატარა ნაწილი ვარ. ეს საკითხი კლუბთან უნდა განვიხილო, ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას, მე კი დავეთანხმები", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com-ი.

აქამდე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს კატალონიის "ბარსელონაში" სურს გადასვლა.