ავტორიზაცია

კარაგერი: "ტენ ჰაგის ადგილას რომ ვყოფილიყავი, პირველ რიგში რონალდუს გავუშვებდი"

კარაგერი: "ტენ ჰაგის ადგილას რომ ვყოფილიყავი, პირველ რიგში რონალდუს გავუშვებდი"
თარიღი 05 აგვ 2022, 16:18

"ლივერპულის" ყოფილი ცენტრალური მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ უნდა გაყიდოს.

"რონალდუს გავყიდიდი. ტენ ჰაგის ადგილას რომ ვიყო, ჩემი პირველი გადაწყვეტილება ეს იქნებოდა. რონალდუ პრაქტიკულად მეტია, ვიდრე კლუბი, ჩვენ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბზე ვსაუბრობთ".

"რონალდუ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთა შორის, ვისი დაყენებაც ლიონელ მესის გვერდით შეიძლება. შექმნილ ვითარებასთან შეგუება შეიძლება, როცა საქმე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ეხება, მაგრამ არა მგონია, ახლა ღირდეს", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports-ი.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თამაში "ეშმაკუნების" რიგებიდან წასვლის სურვილს გამოთქვამს.

რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა. 2021/22 წლების სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.