ავტორიზაცია

გვარდიოლას პასუხი კითხვაზე: "რა უნდა მოხდეს, რომ მანჩესტერ სიტიში უფრო დიდხანს დარჩე?"

გვარდიოლას პასუხი კითხვაზე: "რა უნდა მოხდეს, რომ მანჩესტერ სიტიში უფრო დიდხანს დარჩე?"
თარიღი 05 აგვ 2022, 17:55

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა "ქალაქელებთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

– რა უნდა მოხდეს, რომ "სიტიში" უფრო დიდხანს დარჩე?

"ცხოვრებაში შესაცვლელი არაფერი მაქვს, ბედნიერი ვარ. კლუბს ვესაუბრე. სეზონის შუაში ან მიწურულს კვლავ დავილაპარაკებთ".

"ბევრჯერ მითქვამს, კონტრაქტს გავახანგრძლივებ, თუ "სიტი" ამას მოისურვებს. ზოგჯერ მოვლენების დაჩქარებას სარგებელი არ მოაქვს, მოდუნებაა საჭირო. ყველაფერი ბუნებრივად მოხდება".

"ვნახოთ, როგორ წარიმართება სეზონი, როგორ ვიგრძნობთ თავს და რა იქნება უკეთესი კლუბისთვის", - ციტირებს "სიტის" თავკაცის სიტყვებს Manchester Evening News-ი.

ცნობისთვის, გვარდიოლას პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელებმა" პეპს თანამშრომლობის 2025 წლამდე გაგრძელება შესთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ 51 წლის ესპანელი სპეციალისტი "მანჩესტერ სიტიში" 2016 წლიდან მუშაობს.