ავტორიზაცია

კლოპი: "2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არასწორ დროს არასწორი მიზეზების გამო ჩატარდება"

კლოპი: "2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არასწორ დროს არასწორი მიზეზების გამო ჩატარდება"
თარიღი 05 აგვ 2022, 18:34

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მომავალი სეზონის კალენდრით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

"თუ ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა ან მესამე ადგილისთვის მატჩში ითამაშებს... ისინი ისედაც ძალიან გადატვირთულები იქნებიან. აქ მოსვლისას გაბრაზებული არ ვიყავი, მაგრამ ვბრაზდები, როდესაც ამაზე ვლაპარაკობ".

"ყველამ იცის ჩემი პრობლემის შესახებ (კალენდართან დაკავშირებით), თუმცა ამაზე იმდენს არ ლაპარაკობენ, რამდენიც საჭიროა. რაღაც უნდა შეიცვალოს".

"მივმართავ ფიფას, უეფას, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, პრემიერ ლიგას, მოდით ვისაუბროთ! ერთობლივი შეხვედრა გვჭირდება, რომლის თემაც ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება - ფეხბურთელები!".

"ეს მსოფლიო ჩემპიონატი არასწორი მიზეზების გამო არასწორ დროს ჩატარდება", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.