ავტორიზაცია

"რაც უფრო მალე მოგვარდება ეს საკითხი, მით უკეთესი", - რატომ უნდა გაუშვას მანჩესტერმა რონალდუ კარაგერის აზრით?

"რაც უფრო მალე მოგვარდება ეს საკითხი, მით უკეთესი", - რატომ უნდა გაუშვას მანჩესტერმა რონალდუ კარაგერის აზრით?
თარიღი 05 Aug 2022, 19:12

"ლივერპულის" ყოფილი ცენტრალური მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ უნდა გაუშვას.

"როცა "ბარსელონაში" გვარდიოლა მივიდა, რონალდინიო და დეკო წავიდნენ. ჯო ჰარტი მაშინვე წავიდა, როდესაც პეპი "მანჩესტერ სიტიში" მივიდა".

"უბრალოდ ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ტენ ჰაგის პოზიციებს ძალიან გააძლიერებს და "მანჩესტერ იუნაიტედის" დანარჩენი ფეხბურთელებისთვის გზავნილი იქნება".

"არ ვიცი, ყავს თუ არა რონალდუს მსურველები, მაგრამ ეს ცირკი მწვრთნელსა და კლუბზე უფრო და უფრო ცუდ გავლენას მოახდენს, რაც უფრო დიდხანს დარჩება იგი გუნდში. რაც უფრო მალე მოგვარდება ეს საკითხი, მით უკეთესი".

"ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები მაისის დასაწყისში დაკარგეს. რატომ არ აცნობა კლუბს წასვლის სურვილის შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდი სეზონის უკანასკნელ დღეს ან მის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებოდა?", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports-ი.