ავტორიზაცია

ტენ ჰაგის საინტერესო პასუხი კითხვაზე: "ვიხილავთ თუ არა კვირას რონალდუს სასტარტო შემადგენლობაში?"

ტენ ჰაგის საინტერესო პასუხი კითხვაზე: "ვიხილავთ თუ არა კვირას რონალდუს სასტარტო შემადგენლობაში?"
თარიღი 05 აგვ 2022, 19:38

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა პრემიერ ლიგის პირველი ტურის წინ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ერთადაა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოპ დონის ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენთანაა. გუნდშია", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Manchester Evening News-ი.

– ვიხილავთ თუ არა რონალდუს კვირას სასტარტო შემადგენლობაში?

"კვირას დაინახავთ", - დასძინა "ეშმაკუნების" დამრიგებელმა.

გარდა ამისა, ტენ ჰაგმა დაადასტურა, რომ ანტონი მარსიალი "ბრაიტონთან" მოახლოებულ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

პრემიერ ლიგის პირველი ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "თოლიებს" კვირას, 7 აგვისტოს უმასპინძლებს. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 17:00 საათზე აიღებს.