ავტორიზაცია

კუკურელია ჩელსის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია!

კუკურელია ჩელსის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია!
თარიღი 05 აგვ 2022, 19:49

"ბრაიტონის" აწ უკვე ყოფილი ლატერალი, მარკ კუკურელია "ჩელსის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

ცნობისთვის, "არისტოკრატებს" 24 წლის ესპანელის ტრანსფერი საერთო ჯამში 65,3 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

"ჩელსის" აქამდე მცველში ამხელა თანხა არასოდეს გადაუხდია. წინა რეკორდი ბენ ჩილველს ეკუთვნოდა, რომლის სანაცვლოდაც ლონდონელებმა "ლესტერს" 50,2 მილიონი გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ კუკურელია "ბარსელონას" აღზრდილია და "ბრაიტონის" ღირსებას 2021 წლის აგვისტოდან იცავდა.

გასულ სეზონში "თოლიების" ექს-მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.