ავტორიზაცია

"ასპილიკუეტასთან შეთანხმებულები ვიყავით", - ბარსას დირექტორმა ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი გაამხილა

"ასპილიკუეტასთან შეთანხმებულები ვიყავით", - ბარსას დირექტორმა ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი გაამხილა
თარიღი: 05 აგვ 2022, 19:55

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ დაადასტურა, რომ კლუბი "ჩელსის" მცველის, სესარ ასპილიკუეტას გადაბირებასთან ახლოს იყო.

"ასპილიკუეტასთან კონტრაქტზე შეთანხმებულები ვიყავით, მაგრამ "ჩელსიმ" მის გაშვებაზე უარი თქვა".

"ბარსელონას" ამ პოზიციის გაძლიერების სხვა ვარიანტებიც აქვს, თუმცა კონკრეტულ გვარებს ვერ გავასაჯაროვებ", - ციტირებს ალემანის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, ასპილიკუეტამ გუშინ "არისტოკრატებთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ლონდონურ გუნდში 2024 წლამდე დარჩება.

ცნობისთვის, 32 წლის ესპანელი ფეხბურთელი "ჩელსის" ღირსებას 2012 წლის აგვისტოდან იცავს, კლუბს იგი "მარსელიდან" შეუერთდა.