ლაპორტა: "ლევანდოვსკის კალიბრის ფეხბურთელს ბარსაში გადმოსვლა უნდა – ე.ი სწორ გზაზე ვდგავართ"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "ბაიერნის" აწ უკვე ექს-ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის შესახებ განცხადება გააკეთა.
"დღეს ყველა გულშემატკივარი აღფრთოვანებული და ამაყია იმის გამო, რომ ლევანდოვსკის კალიბრის ფეხბურთელს "ბარსაში" გადმოსვლა უნდა. სწორ გზას ვადგავართ".
"მახსოვს ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადა, როცა ფეხბურთელებს ჩვენთან გადმოსვლა სურდათ. მაშინ ბევრი ვარსკვლავი გვყავდა და მოსვლა უფრო ადვილი იყო. ახლა კიდევ უფრო მეტად ვაფასებ ჩვენს ახალწვეულებს. ისტორიის, პრესტიჟის, ქალაქის, ქვეყნის, მიმზიდველი ლიგის... ამ ყველაფრის გამო. ლა ლიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოთამაშის ყოლა, როგორიც ლევანდოვსკია".
"ერთი წლის წინ, სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად შექმნილი რთული მდგომარეობის გამოცხადება მოგვიწია, მაგრამ ერთი წელიწადი გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. საბედნიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ - საავადმყოფოდან გამოგვწერეს და უფრო ჯანმრთელები ვართ. მაგრამ მოდუნება არ შეიძლება", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.