ავტორიზაცია

ლაპორტა: "ბარსა ახალწვეულების დარეგისტრირებაში დარწმუნებულია და მზადაა მე-4 ბერკეტი გააქტიუროს"

ლაპორტა: "ბარსა ახალწვეულების დარეგისტრირებაში დარწმუნებულია და მზადაა მე-4 ბერკეტი გააქტიუროს"
თარიღი 05 Aug 2022, 19:32

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კატალონიური გრანდი მეოთხე ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურებისთვის მზად არის.

"ვმუშაობდით იმისათვის, რათა ყველა ახალწვეულის დარეგისტრირება მოგვეხერხებინა. ხარისხიანად და თავდაუზოგავად ვიშრომეთ ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც ამ საქმისთვისაა საჭირო. თუ კიდევ ერთ გარიგებაზე მოგვიწევს წასვლა, ამას გავაკეთებთ. დოკუმენტები უკვე გავაგზავნეთ, ახლა ველოდებით. გადაწყვეტილებას ლა ლიგა მიიღებს".

"ყველა მოთხოვნა შევასრულეთ. ყველა ახალწვეულის დარეგისტრირებას მოვახერხებთ, ამაში დარწმუნებულები ვართ".

"Barça Studios-ის აქციათა მეორე გაყიდვა (აქამდე კლუბმა ამ კომპანიის აქციათა 24,5% გაასხვისა, მაგრამ მზადაა კიდევ 25% გაყიდოს) დაიგეგმა, რადგან ეს ვიწინასწარმეტყველეთ. გვესმოდა, რომ დოკუმენტების ინტერპრეტაციაში შესაძლოა შეუსაბამობები იყოს და ეს თავის დაზღვევის მიზნით გავაკეთეთ. შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებაა".

"მეოთხე ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურება დაგეგმილია. ამას გავაკეთებთ, როცა საჭირო იქნება. ორ თვეში "ბარსამ" საერთო ჯამში 868 მილიონი ევროს ღირებულების გარიგებები გააფორმა. პლიუსში ვართ, ჯანსაღი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს. ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ პლიუსში გავედით. უდიდესი ძალისხმევა გავიღეთ. ზოგიერთი აქტივის გაყიდვა დაგვჭირდა, მაგრამ სიტუაციას ვაკონტროლებთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.