ავტორიზაცია

"ვეღარ ვიტან, განქორწინება ვთხოვე", - ვანდა ნარა მაურო იკარდის შორდება

"ვეღარ ვიტან, განქორწინება ვთხოვე", - ვანდა ნარა მაურო იკარდის შორდება
თარიღი: 05 აგვ 2022, 20:32

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი მეუღლეს შორდება, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი.

როგორც აღინიშნება, საუბარია მაურო იკარდიზე. რამდენიმე დღის წინ სოცქსელებში გამოჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელიც ფეხბურთელის ცოლმა, ვანდა ნარამ მოსამსახურეს გაუგზავნა.

"კარმენ, არგენტინაში ჩამოვედი, მაუროს ვშორდები. მზადების პროცესში ვარ. კიდევ რამდენიმე დღე დარჩა".

"განქორწინებისთვის ვემზადები, რადგან ვეღარ ვიტან. განქორწინება ვთხოვე", - ამბობს ვანდა შეტყობინებაში.

გადაცემა Los Ángeles de la mañana-ს წამყვანმა, სადაც ეს აუდიოჩანაწერი გააშუქეს, მისი ავთენტურობა დაადასტურა.

შეგახსენებთ, გასულ შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იკარდიმ ცოლს უღალატა, რის შემდეგაც მათი დაშორების შესახებ ბევრი იწერებოდა, მაგრამ წყვილი ბოლოს მაინც შერიგდა.