პიკე ხვდება, რომ ბარსელონაში რიგით მე-5 ცენტრალური მცველი იქნება - რას აპირებს ესპანელი?
ჟერარ პიკე ხვდება, რომ ამჟამად ის „ბარსელონაში“ მეხუთე ცენტრალური მცველია.
მიუხედავად ამისა, AS-ის ინფორმაციით, 35 წლის კატალონიელი გუნდიდან წასვლას არ აპირებს. პიკეს აზრით, მას სიტუაციის შეცვლა და კვლავ მოწინავე პოზიციის დაბრუნება შეუძლია.
შეგახსენეთ, რომ ამ ზაფხულს „ბარსას“ ჟულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი შეუერთდნენ, ასევე, გუნდს შემადგენლობაში ჰყავს ერიკ გარსია და რონალდ არაუხოც.
ამ დრომდე, „ბლაუგრანას“ საკუთრებაში რჩება ფრანგი სამუელ უმტიტიც, თუმცა ამ ფეხბურთელზე ხავი ერნანდესი იმედებს არ ამყარებს.
„ბარსელონასთან“ მოქმედი კონტრაქტი პიკეს 2024 წლის ზაფხულამდე ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მისთვის კიდევ ერთხელ აპირებს ხელფასის დაკლების თხოვნას, რადგან ამის გარეშე, ხელმძღვანელობა ახალწვეულების დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.