ავტორიზაცია

"თუ 2 სექტემბრამდე არ გადაგვიხდიან, უდიდეს საქმეს აღვძრავ", - ლიდსის მფლობელი ბარსელონას რაფინიას ტრანსფერის გამო ემუქრება

"თუ 2 სექტემბრამდე არ გადაგვიხდიან, უდიდეს საქმეს აღვძრავ", - ლიდსის მფლობელი ბარსელონას რაფინიას ტრანსფერის გამო ემუქრება
თარიღი 05 აგვ 2022, 23:48

„ლიდსის“ მფლობელმა ისაუბრა, თუ რატომ გადავიდა რაფინია დიასი „ბარსელონაში“ და არა ლონდონის „ჩელსიში“.

თავდაპირველად „ლიდსს“ სწორედ „ჩელსი“ შეუთანხმდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა „ბარსელონასთვის“ დაცდა გადაწყვიტა.

„ბარსელონას“ არ ჰქონია კონკრეტული გეგმა ფეხბურთელების შეძენასთან დაკავშირებით, ისინი შოპინგობდნენ, მაგრამ ტრანსფერების განხორციელება არ შეეძლოთ, რადგან ფინანსურად გაურკვეველი სიტუაცია ჰქონდათ. 

ამ გუნდს ვერ ვუთანხმდებოდით, რადგან მათ მოლაპარაკებების წარმოებაც არ შეეძლოთ. რაფინიას წასვლა უნდოდა და პრემიერ ლიგის სხვა გუნდების შემოთავაზებებსაც ისმენდა, „ჩელსი“ სარფიან მდგომარეობაში იყო. თუმცა, შემდეგ „ბარსელონა“ გამოჩნდა და დაცდაში დაარწმუნა, სანამ ისინი გამოსავალს იპოვნიდნენ.

სამწუხაროდ, ეს აჩვენებს სისტემაში ფეხბურთელების და აგენტების ძალაუფლებას უსვამს ხაზს, რომელიც, ჩემი აზრით, გაბერილია, ეს მეტისმეტია.

„ჩელსისთან“ შეთანხმება მიღწეული გვქონდა. ძალიან მრცხვენოდა ტოდ ბოელისვის მიმართვა და პოზიციის შეცვლის მოხსენება. ჩემთვის ეს უპატივცემლო და უწესო იყო, მაგრამ გამოსავალი არ მქონდა.

რომ შემძლებოდა, რაფინიას არც გავყიდიდი, მაგრამ არჩევნის საშუალება არ მქონია. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ექვსი ფეხბურთელი დავიმატოთ, ვიდრე ერთი რაფინია დავიტოვოთ.

გადაგვიხადა თუ არა „ბარსელონამ“ რაფინიას ტრანსფერის საფასური? 2 სექტემბერს გიპასუხებთ. თუ არ გადაიხდის, მაშინ მედიაში მათ წინააღმდეგ გლობალური საქმე აღიძრება.“ - აღნიშნა „ლიდსის“ მფლობელმა.