ავტორიზაცია

ასპილიკუეტას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბარსელონა სხვა მარჯვენა მცველს ეძებს და ერთი ვარიანტი უკვე შეარჩია

ასპილიკუეტას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბარსელონა სხვა მარჯვენა მცველს ეძებს და ერთი ვარიანტი უკვე შეარჩია
თარიღი 06 Aug 2022, 00:12

„ბარსელონა“ სეზარ ასპილიკუეტას ალტერნატივას ეძებს, რომელმაც „ჩელსისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ესპანელი მცველი, რომლითაც „ბარსელონა“ ინტერესდებოდა, მინიმუმ 2024 წლამდე „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩება.

ამის გამო, „ბარსელონამ“ სხვა შედარებით დაბალ ფასიანი ვარიანტების ძიებას შეუდგა და „ბორუსია დორტმუნდის“ მარჯვენა მცველს, ტომა მენიეს დამატების შესაძლებლობას განიხილავს.

„ბარსა“ გერმანულ კლუბს ჯერ კიდევ ზამთარში დაუკავშირდა და ფეხბურთელის იჯარით დამატება შესთავაზა, თუმცა გერმანელებისგან უარი მიიღო.

თუ „ბლაუგრანა“ მენიეს ტრანსფერს განახორციელებს, გუნდს დიდი ალბათობით სერჟინიო დესტი დატოვებს.