ტენ ჰაგი: "ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა სტადიონი საფინალო სასტვენამდე, მაგრამ მხოლოდ რონალდუზე ლაპარაკობენ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე მორიგი კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, "რაიო ვალეკანოსთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სტადიონი საფინალო სასტვენამდე დატოვა.
37 წლის ფორვარდი, რომლისთვისაც ზემოთნახსენები ტესტ-მატჩი ამ ზაფხულს პირველი აღმოჩნდა, შესვენებაზე შეცვალეს. კრიშტიანუ "ოლდ ტრაფორდიდან" ნაადრევად წავიდა.
"ახლა უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ფეხბურთელი წავიდა. მაგრამ მთელი ყურადღება კრიშტიანუზეა გამახვილებული. ეს სწორი არ არის".
"ასე რომ, გამოიკვლიეთ და გაარკვიეთ, რამდენი ფეხბურთელი დარჩა. ბევრი მოთამაშე წავიდა", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს The Guardian-ი.