ავტორიზაცია

"ყველა წავიდა", - ფერდინანდმა დაასახელა 3 თავდამსხმელი, რომელსაც მანჩესტერში რონალდუს შეცვლა შეეძლო

"ყველა წავიდა", - ფერდინანდმა დაასახელა 3 თავდამსხმელი, რომელსაც მანჩესტერში რონალდუს შეცვლა შეეძლო
თარიღი 06 აგვ 2022, 14:58

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ცენტრალური მცველის, რიო ფერდინანდის აზრით, მანიკუნიანელები თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ვერ შეცვლიან.

"ხალხი ამბობს, რომ რონალდუ გასაშვებია... კარგი, ჯერ მოიყვანეთ ვინმე, ვინც 24-25 გოლს გაიტანს", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს William Hill-ი.

"დარვინ ნუნიესი წავიდა, ერლინგ ჰოლანდი წავიდა, რობერტ ლევანდოვსკი წავიდა. ეს არის ის სამი ფეხბურთელი, რომელზეც დაფიქრება შეიძლებოდა: "მხოლოდ მათთვის ღირდა ბრძოლა და მხოლოდ ისინი შეეწყობოდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს" უმალვე. მაგრამ წავიდნენ. ასე რომ, კლუბი რონალდუს ვერ გაუშვებს, ამის გაკეთება არ შეუძლიათ".

"წასვლას რომც ივედრებოდეს, უბრალოდ ვერ გაუშვებენ. არ ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომაა".

"ძალიან მარტივია თქვა: "რონალდუ გასაშვებია, მის გარშემო ყველაფერი ცირკს ჰგავს, ზედმეტად დიდ ყურადღებას იპყრობს..." შეიძლება იმაზე დიდ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე კლუბს უნდა, მაგრამ ეს ბიჭი ყოველ სეზონში გოლების გარანტიას იძლევა", - დასძინა ფერდინანდმა.