ავტორიზაცია

მოიესი: "ჰოლანდი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფორვარდია, მაგრამ სიტიში შეიძლება დრო დასჭირდეს"

მოიესი: "ჰოლანდი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფორვარდია, მაგრამ სიტიში შეიძლება დრო დასჭირდეს"
თარიღი 06 აგვ 2022, 15:08

"ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა "მანჩესტერ სიტისთან" მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "ჩაქუჩები" "ქალაქელებს" პრემიერ ლიგის პირველი ტურის ეგიდით ხვალ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მატჩი სტარტს თბილისის დროით 19:30 საათზე აიღებს.

"ამ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიში" საკადრო ცვლილებები მოხდა, მაგრამ არა მგონია, რომ პეპმა მისი გუნდის სათამაშო სტილი ოდესმე შეცვალოს".

"ვფიქრობ, პროდუქტიული ბომბარდირი (ერლინგ ჰოლანდი) დაიმატეს, შესაძლოა, ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა თავდამსხმელი არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამიტომაც საინტერესო იქნება".

"თუმცა, მიუხედავად ამისა, პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი ჯერ კიდევ არ შემდგარა და ხშირ შემთხვევაში უცხოელ ფეხბურთელს დასამკვიდრებლად დრო სჭირდება, ასე რომ ვიმედოვნებ, კვირას ასეც იქნება", - ციტირებს მოიესის სიტყვებს "ვესტ ჰემის" ოფიციალური საიტი.