ავტორიზაცია

ინტერმა დამფრისის შემცვლელი უკვე შეარჩია და ჩელსის ჰოლანდიელი მცველის ფასი შეუთვალა

ინტერმა დამფრისის შემცვლელი უკვე შეარჩია და ჩელსის ჰოლანდიელი მცველის ფასი შეუთვალა
თარიღი 06 აგვ 2022, 15:58

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ინტერის" მცველის, დენზელ დუმფრისის გადაბირებას გეგმავს.

თუმცა, როგორც ჟურნალისტი, ალფრედო პედულა იტყობინება, მილანური გრანდი 26 წლის ჰოლანდიელში მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვს, ბონუსების სახით კი დამატებით 5 მილიონს.

აღსანიშნავია, რომ "ნერაძური" დუმფრისის შემცვლელს უკვე ეძებს. კანდიდატთა სიაში პირველი ვილფრიდ სინგოა, რომელიც ამჟამად "ტორინოში" ასპარეზობს.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლატერალს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში დუმფრისმა ყველა ტურნირზე ერთად იტალიის ვიცე-ჩემპიონის მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.