კუკურელია: "ბავშვობიდან ვოცნებობდი ჩელსიში თამაშზე, სულმოუთქმელად ველოდები დაწყებას"

"ბრაიტონის" აწ უკვე ყოფილმა მარცხენა მცველმა, მარკ კუკურელიამ "ჩელსიში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"მოგესალმებით, როგორც იქნა აქ ვარ", - წერს 24 წლის ესპანელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
"ვამაყობ, რომ ამ გუნდს შემოვუერთდი. ბედნიერი ვარ, ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ავიხდინე - "ჩელსიში" ვითამაშებ".
"სულმოუთქმელად ველოდები დაწყებას!", - დასძინა კატალონიის "ბარსელონას" აღზრდილმა.
მოგეხსენებათ, "არისტოკრატები" კუკურელიას სანაცვლოდ "ბრაიტონს" 55 მილიონ ფუნტს გადაუხდიან, დამატებით 7 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.