ოფიციალურად: ვეინალდუმმა პარი სენ ჟერმენი დატოვა და კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს

"რომამ" "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი ინათხოვრა, იუწყება "მგლების" ოფიციალური საიტი.
მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც რომაელებს 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ 31 წლის ჰოლანდიელის კონტრაქტის შესყიდვის უფლება ექნებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, "რომას" ვეინალდუმის შესასყიდად 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მისი გადაბირება სავალდებულო არ იქნება, თუ მატჩების 50%-ში მიიღებს მონაწილეობას, კლუბი კი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.
მოგეხსენებათ, გამოცდილი ნახევარმცველი "პსჟ"-ს ღირსებას 2021 წლის ზაფხულიდან იცავდა, გუნდს იგი "ლივერპულიდან" უფასოდ შეუერთდა.
გასულ სეზონში ვეინალდუმმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.