დეპაის სერიოზული მსურველი ჰყავს და მზადაა ბარსელონა დატოვოს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, მემფის დეპაი მზად არის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიური გრანდი დატოვოს, წერს Diario Sport-ი.
28 წლის ჰოლანდიელის ხელში ჩაგდებით "იუვენტუსია" დაინტერესებული, მაგრამ ამ ტრანსფერის გაჩარხვა საკმაოდ რთული იქნება.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" მემფისის გაყიდვა ან იჯარით გაშვება სურთ, შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულებით. "ბიანკონერი" არენდაზეა თანახმა.
დეპაი პრემიერ ლიგის კლუბებსაც დაუკავშირეს - "ჩელსის", "ტოტენჰემსა" და "ევერტონს". მაგრამ "არისტოკრატებისთვის" იგი პრიორიტეტული ვარიანტი არ არის, სხვა კლუბებში გადასვლაზე კი თავად განაცხადა უარი.
გასულ სეზონში მემფისმა "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.