ავტორიზაცია

რეალის ექს-დირექტორი გვარდიოლასა და მესის ბარსას შესახებ: "ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო"

რეალის ექს-დირექტორი გვარდიოლასა და მესის ბარსას შესახებ: "ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო"
თარიღი: 06 აგვ 2022, 17:48

"რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ პეპ გვარდიოლასა და ლიონელ მესის "ბარსელონასთან" მატჩების შესახებ ისაუბრა.

"საშინელებაა, როცა შენს წინააღმდეგ ასეთი დონის ფეხბურთელი და მწვრთნელი არიან. როგორც ჩანს, მათი ბედი შენი ცხოვრების გაუარესებაა".

"ეს "ბარსელონა" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ცხადია. გვარდიოლას ყველაზე ცუდი მატჩი კარგი საფეხბურთო შეხვედრაა".

"მეტოქის ბრწყინვალების აღიარება არაფრად არ დამიჯდება", - ციტირებს ვალდანოს სიტყვებს TyC Sports-ი.

მოგეხსენებათ, გვარდიოლა და მესი "ბარსელონაში" ერთად 2008 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდნენ.