ავტორიზაცია

"ბაიერნის დატოვება გამიჭირდა, მაგრამ ბარსელონაში გადასვლა ლოგიკური ნაბიჯი იყო", - ლევანდოვსკი

"ბაიერნის დატოვება გამიჭირდა, მაგრამ ბარსელონაში გადასვლა ლოგიკური ნაბიჯი იყო", - ლევანდოვსკი
თარიღი: 06 აგვ 2022, 18:19

"ბარსელონას" ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კატალონიურ გრანდში გადასვლას კარიერისთვის ლოგიკური ნაბიჯი უწოდა.

პოლონელმა სუპერვარსკვლავმა აღიარა, რომ მიუნხენიდან აბარგება გაუჭირდა. "ბაიერნში" მან 8 სეზონი გაატარა.

"მაგრამ ვიცოდი, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის "ბარსელონაში" გადასვლა ლოგიკური მომდევნო ნაბიჯი იყო კარიერაში. ბევრი ვიმუშავეთ ამისათვის. ვამაყობ".

"უმაღლეს დონეზე ბევრი წელიწადი გავატარე. ჩემს ასაკს დადებით ფაქტორად მივიჩნევ, რადგან გამოცდილებას მძენს".

"კვლავ მსურს მიზნების მიღწევა, ჩემი მენტალიტეტი თავდაუზოგავად მუშაობაა", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს AS-ი.