ავტორიზაცია

ჰოლანდი: "როცა საუკეთესო ინგლისურ კლუბში, გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობ, უნდა განვითარდე"

ჰოლანდი: "როცა საუკეთესო ინგლისურ კლუბში, გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობ, უნდა განვითარდე"
თარიღი 06 Aug 2022, 18:32

ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა "მანჩესტერ სიტის" ინგლისის საუკეთესო კლუბი უწოდა.

"როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობს, ინგლისის საუკეთესო კლუბში, განვითარება უნდა გავაგრძელო და ბევრ ასპექტში გავხდე უკეთესი. ფეხბურთში ეს ძალიან მომწონს - ყოველთვის არსებობს განვითარების შესაძლებლობა, ყოველთვის შეგიძლია მომატება".

"თამაშის ნაწილი შენი კომფორტის ზონიდან გასვლაში მდგომარეობს, სწორედ ამას ვაკეთებ და მომწონს, რადგან ამ შემთხვევაში ძლიერად ვითარდები, როგორც ადამიანი".

"მოედანზე სხვა ფეხბურთელებთან "ქიმია" მოვა. არ ვიცი, ამას კვირები დასჭირდება თუ თვეები, მაგრამ ყოველდღიურ ვარჯიშებზე უნდა ვიმუშაოთ. ასეთ მაღალ დონეზე გარშემო მყოფ ადამიანებს უკეთესად უგებ - ის ამაშია კარგი, ეს სხვა რაღაცაში,ამას ბურთთან ერთად თამაში უყვარს".

"ის ფეხბურთელი ვარ, ვისაც გოლები სწყურია, 100 პროცენტით იხარჯება, თითოეული მატჩის მოგება უნდა. ეს მარტივია, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთულიც", - ციტირებს 22 წლის ფორვარდის სიტყვებს Sky Sports-ი.