ავტორიზაცია

"მათ ბარსელონა დაამარცხეს", - უეფას სუპერთასის მატჩის წინ, ანჩელოტიმ აინტრახტის შესაძლებლობები შეაფასა

"მათ ბარსელონა დაამარცხეს", - უეფას სუპერთასის მატჩის წინ, ანჩელოტიმ აინტრახტის შესაძლებლობები შეაფასა
თარიღი: 06 აგვ 2022, 18:41

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ევროპა ლიგის წინა გათამაშებაში "აინტრახტის" "ბარსელონასთან" გამარჯვება გაიხსენა.

მოგეხსენებათ, მადრიდული გრანდი ფრანკფურტელებს უეფას სუპერთასის ეგიდით 10 აგვისტოს დაუპირისპირდება.

"აინტრახტმა" ევროპა ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.

"გასულ სეზონში "აინტრახტმა" რაღაც არაჩვეულებრივს მიაღწია, რადგან ფავორიტთა სიაში არ იყო. ბრწყინვალე მატჩები ჩაატარეს, "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" დაამარცხეს, კონტრშემტევ სტილში ითამაშეს, დაცვაზე უდიდესი ყურადღება გაამახვილეს და მეტოქის ნახევარზე უსწრაფესად გადადიოდნენ", - შემდეგნაირად დაახასიათა იტალიელმა გერმანული კლუბი.

უეფას სუპერთასის შეხვედრა ჰელსინკიში, "ოლიმპიურ სტადიონზე" გაიმართება.