ავტორიზაცია

"ამ ტრიოს ბერმუდის სამკუთხედს ვუწოდებ, რადგან ბურთს აქრობენ", - ანჩელოტიმ რეალის ფეხბურთელები შეაქო

"ამ ტრიოს ბერმუდის სამკუთხედს ვუწოდებ, რადგან ბურთს აქრობენ", - ანჩელოტიმ რეალის ფეხბურთელები შეაქო
თარიღი 01 აგვ 2022, 13:41

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდული გრანდის ნახევარმცველების, ლუკა მოდრიჩის, ტონი კროოსისა და კაზემიროს შესახებ ისაუბრა.

"ეს როკ-ენ-როლთან შერწმული კლასიკაა, რაც მომწონს. კაზემიროს, კროოსსა და მოდრიჩს ბერმუდის სამკუთხედს ვუწოდებ, რადგან ბურთს აქრობენ".

"ამ შემადგენლობაში არც ისე რთულია გამარჯვების წყურვილის შენარჩუნება. გამარჯვების სურვილი არ სუსტდება, ეს უბრალოდ შეუძლებელია, როცა ახლოს კაზემირო, კროოსი, ბენზემა ან მოდრიჩი არიან", - ციტირებს "პაპა კარლოს" სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე სეზონია ბრაზილიელი, გერმანელი და ხორვატი "რეალის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები არიან.