"ბარსა დიდხანს აკვირდებოდა, მაგრამ იქ გადასვლა სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა", - მილანის ახალწვეულის აგენტი

"მილანში" გადასული ნახევარმცველის, შარლ დე კეტელარეს აგენტმა "ბარსელონას" მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, 21 წლის ბელგიელი აგვისტოს დასაწყისში "როსონერიში" გადავიდა. მისმა წარმომადგენელმა, ტომ დე მულმა ის კლუბები დაასახელა, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი ყურადღებას იჩენდნენ.
"ვესტ ჰემი", "ნიუკასლი", "არსენალი". მაგრამ ეს კლუბები მოლაპარაკებებში წინ არ წაწეულან. "ბარსელონაც" დიდი ხანი აკვირდებოდა. მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა".
"ფინანსური თვალსაზრისით, "ლიდსი" საუკეთესო ვარიანტი იყო. კლუბისთვის, შარლისთვის, ჩვენთვის. შარლმა თქვა: "თუ კიდევ არის რამე, იქნებ განვიხილო, თუ არადა "ლიდსში" გადასვლა სწორი ნაბიჯი იქნება". როცა შარლმა იგრძნო, რომ "მილანი" მისით 100%-ით იყო დაინტერესებული, სიტუაცია შეიცვალა".
"რაღაც მომენტში თქვა: "ნამდვილად მინდა "მილანში" გადაბარგება". აღმოჩნდა, რომ არის კლუბი ("ბრიუგე"), რომლის მოლოდინიც ძალიან დიდია სხვა წინადადების გამო და მეორე მხარესაა ფეხბურთელი, რომელსაც ოცნება აქვს. მე კი აგენტი ვარ. შალრს ვუთხარი: "თუ "მილანში" გადასვლა გინდა, შენთან ვარ. მაგრამ მზად იყავი რამდენიმე რთული კვირისთვის", - თქვა დე კეტელარეს აგენტმა.