ავტორიზაცია

გალტიე მესის დუბლსა და ასისტზე: "როცა ლეო იღიმის, მთელი გუნდი იღიმის"

გალტიე მესის დუბლსა და ასისტზე: "როცა ლეო იღიმის, მთელი გუნდი იღიმის"
თარიღი 07 აგვ 2022, 10:37

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე გუნდის თავდამსხმელის, ლიონელ მესის თამაშით კმაყოფილია.

მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის პირველი ტურის ეგიდით, "კლერმონთან" (5:0) გამართულ მატჩში 35 წლის არგენტინელმა დუბლი გაიფორმა და ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

– მესის გამოყენება გამთამაშებლის როლში გსურთ?

"იაპონიის ტურნეში ლეოს და დაცვის ხაზის ფეხბურთელებს ვესაუბრე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მუდმივად გამოუვიდოდა კარგად თამაში".

"ტაქტიკის ძალიან კარგად ესმის. ლეო უსწრაფესად ხედავს, სად უნდა იყოს, რომელი პოზიცია დაიკავოს, რომელ ზონაში აღმოჩნდეს. ამ ფეხბურთელების გვერდით თამაში მოსწონს. როცა ლეო იღიმის, მთელი გუნდი იღიმის", - ციტირებს გალტიეს სიტყვებს L'Equipe.

VIDEO: შეტევა თვითონ დაიწყო და თვითონ დაამთავრა - ლიგა 1-ის ახალ სეზონში გოლების ანგარიში ლეო მესიმაც გახსნა