ტუხელმა დაადასტურა, რომ ალონსო ბარსაში გადადის: "მარკოსმა წასვლა მოითხოვა და დავთანხმდით"
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა დაადასტურა, რომ გუნდის მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო კლუბს დატოვებს.
31 წლის ესპანელი ფეხბურთელი კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლასთან არის ახლოს.
"დიახ, მარკოსმა წასვლა მოითხოვა და დავთანხმდით. ამ მატჩში მისი მოედანზე გამოჩენა უაზრობა იქნებოდა", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა "ევერტონთან" (1:0) შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის, ალონსო "არისტოკრატების" ღირსებას 2016 წლიდან იცავს.
გასულ სეზონში მარკოსმა ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.