ავტორიზაცია

სიტუაცია შეიცვალა — ბარსელონა ბერნარდუს შეძენას დე იონგის დარჩენის შემთხვევაშიც შეძლებს

სიტუაცია შეიცვალა — ბარსელონა ბერნარდუს შეძენას დე იონგის დარჩენის შემთხვევაშიც შეძლებს
თარიღი 07 Aug 2022, 11:24

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას ხელში ჩაგდება კვლავ სურს.

როგორც აქამდე იწერებოდა, პორტუგალიელი ფეხბურთელის შესაძენად კატალონიელებს ფრენკი დე იონგის გაყიდვა მოუწევთ.

მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურების შემდეგ, ჰოლანდიელი ნახევარმცველის გაყიდვა სავალდებულო აღარ არის, წერს Diario Sport-ი.

"ბარსასთვის" დე იონგის წასვლა მაინც იდეალურ ვარიანტად რჩება. თუ ეს უკანასკნელი დარჩენას გადაწყვეტს, ხელფასის შემცირებაზე დათანხმება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ბერნარდუ სილვას პოტენციური ტრანსფერი დაახლოებით 80-85 მილიონ ევროდ ფასდება.

გასულ სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში "სიტის" ღირსება 35 მატჩში დაიცვა, 8 გოლი გაიტანა და 4 ასისტიც მიითვალა.