ავტორიზაცია

სუნესი: "ემიუს ყველა უშუალო მეტოქე წუხს მისი წასვლის გამო - ვირუსი იყო, როგორც მოურინიომ უწოდა"

სუნესი: "ემიუს ყველა უშუალო მეტოქე წუხს მისი წასვლის გამო - ვირუსი იყო, როგორც მოურინიომ უწოდა"
თარიღი 07 აგვ 2022, 12:57

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, გრემ სუნესმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პოლ პოგბას წასვლაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ფრანგი სუპერვარსკვლავი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსით "იუვენტუსში" გადავიდა.

"ჩემი შეხედულებები პოლ პოგბას შესახებ "მანჩესტერ იუნაიტედში" - სატრანსფერო მარცხი იყო და საქმისადმი მისი დამოკიდებულების გამართლება არ შეიძლება, - ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში საკმაოდ მკაცრი იყო".

"კლუბის ყველა უშუალო მეტოქე წუხს მისი წასვლის გამო, რადგან გასახდელის დამღუპველი ადამიანი იყო. ვირუსი, როგორც ერთხელ ჟოზე მოურინიომ უწოდა", - ციტირებს სუნესის სიტყვებს Daily Mail-ი.