ავტორიზაცია

საქმე რთულადაა — პოგბას შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწიოს

საქმე რთულადაა — პოგბას შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწიოს
თარიღი 29 ივლ 2022, 15:51

"იუვენტუსის" ახალწვეულს, პოლ პოგბას ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ იმკურნალებს ტრავმირებულ მულხზე.

ტურინელთა ნახევარმცველი საფრანგეთში გაემგზავრება, რათა ბერტრან სონერი-კოტეს შეხვდეს, მსოფლიოში ცნობილ ექიმს, რომელმაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს მუხლის გაწყვეტილ მყესებზე ოპერაცია გაუკეთა.

როგორც La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ფაბიანა დელა ვალე იტყობინება, პოგბას მენისკი აქვს დაზიანებული და საქმე რთულადაა, ამიტომაც ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში 3-დან 5 თვემდე უქმობა მოუწევს. თუ ეს მოხდება, პოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

პოგბას მუნდიალზე თამაში ძალიან უნდა და მკურნალობის სხვა ისეთ გზას ეძებს, რისი დახმარებითაც სწრაფად გამოჯანმრთელდება.

აშშ-ში 29 წლის სუპერვარსკვლავს ოპერაციის გაკეთება ურჩიეს. პოგბა ადგილობრივ ექიმებთან კონსულტაციის გასავლელად იტალიაში დაბრუნდა. იგი "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ექიმებთან ერთად ცდილობს იპოვოს გამოსავალი, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ გამგზავრება შეძლოს.

მკურნალობის მეთოდის თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალი კვირის დასაწყისში იქნას მიღებული.