ტენ ჰაგი დე იონგს არ ეშვება — რის ხარჯზე აპირებს მანჩესტერ იუნაიტედი ტრანსფერის დახურვას?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს.
როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ის ჟურნალისტი, ჯეიმს რობსონი იუწყება, 25 წლის ჰოლანდიელის შეძენას მანიკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ითხოვს.
კლუბს, "აიაქსის" ყოფილ წევრებს შორის არსებული თბილი ურთიერთობის საფუძველზე, სჯერა, რომ საბოლოო ჯამში ტრანსფერის დახურვა მოხერხდება.
არსებული ინფორმაციით, "ემიუს" სხვა ფეხბურთელების ყიდვა უფრო გაუადვილდება, მაგრამ ტენ ჰაგს იმ მოთამაშეების დამატება სურს, ვინც სჭირდება.
აქამდე დაიწერა, რომ დე იონგი "იუნაიტედში" გადასვლის წინააღმდეგია და "ბარსელონადან" წასვლა არ უნდა.