ნაგელსმანი: "სიცრუეა ის ცნობები, რომ ლევანდოვსკიმ ბაიერნიდან წასვლა ჩემი იდეების გამო მოითხოვა"
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი მიუნხენური გრანდიდან თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის წასვლას გამოეხმაურა.
– წერდნენ, რომ ლევანდოვსკიმ "ბაიერნიდან" წასვლა მოითხოვა, რადგან შენს იდეებში დარწმუნებული არ იყო.
"არა, ეს სიმართლე არ არის. შესაძლოა, ლევის საკუთარი მოსაზრება გააჩნდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია".
"ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში ბურთს ნაკლებად უწვდიდნენ. გადავამოწმე: წინა სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ სამი გადაცემით ნაკლები მიიღო, ვიდრე იმის წინა სეზონის პირველ ნახევარში", - თქვა ნაგელსმანმა Frankfurter Allgemeine-თან ინტერვიუში.
მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი ამ ზაფხულს "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" 45 მილიონ ევროდ გადავიდა, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.