ავტორიზაცია

ოფიციალურად: რეალიდან უფასოდ წასული ისკო ახალ გუნდს შეუთანხმდა

ოფიციალურად: რეალიდან უფასოდ წასული ისკო ახალ გუნდს შეუთანხმდა
თარიღი 07 აგვ 2022, 14:46

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ისკო ალარკონი "სევილიაში" გადადის.

ანდალუსიურმა კლუბმა დაადასტურა, რომ 30 წლის ესპანელთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. მხარეები 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ, თუ ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც იწერება, გამოცდილი ნახევარმცველი სევილიაში უკვე ჩავიდა. სამედიცინო შემოწმება ხვალაა ჩანიშნული.

მოგეხსენებათ, ისკო "რეალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. მადრიდული გრანდი მან ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" რიგებში 19 ტიტული მოიგო.