ავტორიზაცია

99%-ით გადაწყვეტილია: ნაპოლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი პსჟ-ში გადადის!

99%-ით გადაწყვეტილია: ნაპოლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი პსჟ-ში გადადის!
თარიღი 07 Aug 2022, 14:55

"ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველი, ფაბიან რუისი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ესპანელში, რომელსაც ნეაპოლელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, დაახლოებით 25 მილიონ ევროს იხდის. კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იტალიურ კლუბს 30 მილიონის მიღება უნდოდა, მაგრამ ფასის დაკლებას დათანხმდა, რადგან მომავალ ზაფხულს შესაძლოა რუისი უფასოდ დაკარგოს.

თავის მხრივ, "ნაპოლიში" შესაძლოა იჯარით გადავიდეს მეკარე კეილორ ნავასი. ფაბრიციო რომანო წერს, რომ გოლკიპერს რუისის ტრანსფერში არ ჩართავენ. მისი ტრანსფერი ცალკე გაფორმდება.

რუისმა "ესპანიოლთან" (0:0) გამართული გუშინდელი მატჩი გამოტოვა, კლუბმა მისი არყოფნა ტრავმით ახსნა.

რომანოს ცნობით, რუისი "პსჟ"-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. გარიგება ძალიან მალე დაიხურება. სპორტულ საკითხებში პარიზელთა მრჩეველი, ლუიშ კამპუში ესპანელის ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია.

კამპუში რამდენიმე კვირის მანძილზე ესაუბრებოდა რუისის აგენტებს, რათა გაეგო, რომელი ტოპ კლუბები არიან დაინტერესებულები მომავალ ზაფხულს ფაბიანის უფასოდ გადაბირებით. შედეგად, მხარეებმა ტრანსფერის ამ ზაფხულსვე გაჩარხვა გადაწყვიტეს.