ავტორიზაცია

ტრანსფერი მომდევნო კვირაში უნდა დაიხუროს — ტიმო ვერნერი ცალი ფეხით ახალ კლუბშია

ტრანსფერი მომდევნო კვირაში უნდა დაიხუროს — ტიმო ვერნერი ცალი ფეხით ახალ კლუბშია
თარიღი 07 აგვ 2022, 15:18

"ჩელსის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი "ლაიფციგში" გადასვლასთან ძალიან ახლოს არის, იტყობინება Sky Sport Deutschland.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი შესაძლოა ძალიან მალე დაიხუროს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კლუბებმა მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

თავად გერმანელს "ლაიფციგში" გადასვლა უნდა, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს. ფორვარდისადმი ინტერესს "იუვენტუსიც" იჩენდა, თუმცა ტიმომ თავის ექს-კლუბში დაბრუნება მოისურვა. გერმანული კლუბის დირექტორ ოლივერ მინცლაფთან მას რეგულარული კონტაქტი აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში გაფორმდება ვერნერის ტრანსფერი. შესაძლებელია იჯარა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით და სრულფასოვანი ტრანსფერიც. ძალიან მალე ყველა დეტალი მოგვარდება.

Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ გარიგება შესაძლოა მომდევნო კვირაში დაიხუროს.

აღსანიშნავია, ვერნერი პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ევერტონთან" (1:0) გამართული გუშინდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

ტიმო "ლაიფციგის" ღირსებას 2016 წლიდან 2020 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან საერთო ჯამში 156 მატჩი ჩაატარა, 90 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი პასი გააკეთა.