დომინოს ეფექტი, რომელიც შესაძლოა ერთადერთმა ტრანსფერმა გამოიწვიოს
„ბარსელონამ“, „პსჟ-მ“ და „მან სიტიმ“ შესაძლოა სამსვლიანი სატრანსფერო გარიგება გაჩარხონ.
ინსაიდერი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ ფრენკი დე იონგი, რომელიც გაყიდვასაც „ბარსელონა“ აქტიურად ცდილობს, შესაძლოა პარიზში ვიხილოთ.
ამ შემთხვევაში, პარიზელები იტალიელ მარკო ვერატის „სიტიში“ გაუშვებენ, რომელიც მისით ინტერესდება, რაც, თავის მხრივ, გზას გაუხსნის ბერნარდო სილვას „ბარსელონაში“ გადასვლას.
ამათგან ერთი ტრანსფერი მაინც რომ განხორციელდეს, ამან შესაძლოა დომინოს ეფექტი წარმოშვას, რომელიც საბოლოოდ ისე განვითარდება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ.
ბერნარდო სილვას „ბარსელონაში" გადასვლა ოცნებად აქვს, რაც მთელი ზაფხულის მანძილზე იწერება, ფეხბურთელის „კამპ ნოუზე" გადაყვანა გუნდის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც სურს, თუმცა თუ ფრენკი არ წავა, ეს ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელი იქნება.