ავტორიზაცია

მანჩესტერი ვეტერან ფორვარდში 8-9 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა უარი მიიღო

მანჩესტერი ვეტერან ფორვარდში 8-9 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა უარი მიიღო
თარიღი 07 აგვ 2022, 19:21

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 33 წლის ავსტრიელი ფორვარდის, მარკო არნაუტოვიჩის შეძენა სცადა.

იტალიელი ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ „ბოლონიას“ არნაუტოვიჩის სანაცვლოდ 8-9 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

თუმცა, იტალიურმა გუნდმა ეს შემოთავაზება უარით გაისტუმრა, რადგან ამ ეტაპზე არნაუტოვიჩის გაშვებას არ აპირებს.

მარკოს ერიკ ტენ ჰაგთან უკვე ნამუშევარი აქვს - 2006-2009 წლებში ისინი ერთად „ტვენტეში“ მოღვაწეობდნენ.

გასულ სეზონში ავსტრიელმა თავდამსხმელმა სერია ა-ს 33 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა. მისით დაინტერესება „მანჩესტერის“ გარდა ტურინის „იუვენტუსსაც“ მიაწერეს.