ავტორიზაცია

"ეს ორი ფეხბურთელი მანჩესტერს უმაღლესი მწვერვალისკენ ვერ წაიყვანს, ეს არ შეუძლიათ", - როი კინი

"ეს ორი ფეხბურთელი მანჩესტერს უმაღლესი მწვერვალისკენ ვერ წაიყვანს, ეს არ შეუძლიათ", - როი კინი
თარიღი 07 აგვ 2022, 20:54

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა, „ბრაიტონთან“ პრემიერ ლიგის პირველ ტურში განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, გუნდის ნახევარმცველები, ფრედი და სკოტ მაკტომინეი გააკრიტიკა.

„ნახევარმცველებს საფეხბურთო ინტელექტის ნაკლებობა აქვთ და სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ, განსაკუთრებით ფრედს.

ამას დიდი ხანია ვამტკიცებ: ფრედი და მაკტომინეი არასაკმარისად კარგები არიან. ისინი „ემიუს“ უმაღლესი მწვერვალისთვის ბრძოლის საშუალებას არ მისცემენ.

ეს სიტყვები ყველა მატჩში მტკიცდება, მათ უბრალოდ ეს არ შეუძლიათ.“ - აღნიშნა ექს-ფეხბურთელმა.

„მან.იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე მთელი ზაფხულია ფრენკი დე იონგია, თუმცა „ბარსელონასთან" შეთანხმების მიუხედავად, ტრანსფერის დახურვა ვერ ხერხდება, რადგან ნიდერლანდელს „ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა არ სურს.