ავტორიზაცია

ტიმო ვერნერის ტრანსფერი დღეს საბოლოოდ დაიხურება - ფაბრიციო რომანო

ტიმო ვერნერის ტრანსფერი დღეს საბოლოოდ დაიხურება - ფაბრიციო რომანო
თარიღი 08 Aug 2022, 10:26

ტიმო ვერნერი ლონდონის „ჩელსის" დღეს დატოვებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანელი ფორვარდი თავის ყოფილ გუნდში, „ლაიპციგში' დაბრუნდება.

გერმანიის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დღეს დაიხურება.

თავდაპირველად კლუბები იჯარაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა სრულფასოვან ტრანსფერზე მორიგდნენ - „ლაიპციგი" ვერნერში 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ვერნერი „რედ ბულში" 2016-2020 წლებში თამაშობდა, საიდანაც შემდეგ „ჩელსიში" 53 მილიონ ევროდ გადავიდა. 

საერთო ჯამში „ჩელსის" მაისურით ტიმომ 89 მატჩში 23 გოლი და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა, „ლაიპციგში" კი მისი სტატისტიკა გაცილებით უკეთესი იყო: 156 მატჩი, 90 გოლი და 40 საგოლე გადაცემა.