ავტორიზაცია

ბარსელონა ლეო მესის გარემოცვასთან 2023 წელს დაბრუნებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ბარსელონა ლეო მესის გარემოცვასთან 2023 წელს დაბრუნებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 08 Aug 2022, 10:36

დიდია იმის ალბათობა, რომ ლეო მესის „ბარსელონური" ეტაპი ჯერ დასრულებული არ იყოს.

Catalunya Radio-ს ჟურნალისტის, ხავი კამპოსის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 35 წლის ფეხბურთელის ახლო წრესთან 2023 წელს მის დაბრუნებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

იწერება, რომ დღეის მდგომარეობით, საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს ტრანსფერი მართლაც შედგეს და მომდევნო სეზონი არგენტინელმა მშობლიურ „კამპ ნოუზე" დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონაში" 2003-2021 წლებში თამაშობდა და შემდეგ, გუნდის დატოვება კლუბის ფინანსური სირთულეების გამო მოუწია. 

„პსჟ-სთან" ოქროს ბურთის შვიდგზის გამარჯვებულს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და „ბარსელონა" მის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს, თუ ის იქამდე პარიზს ახალ ხელშეკრულებაზე არ შეუთანხმდება.